06:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 14:59:35, 338 ნახვა

ბულგარეთი ევროკავშირს თურქეთთან საზღვრის დასაცავად 160 მილიონ ევროს სთხოვს

ბულგარეთმა ევროკომისიას საზღვრების დასაცავად და მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად დახმარების სახით 160 მილიონი ევროს გამოყოფა სთხოვა. ამის შესახებ, BBC-ის ცნობით, ბულგარეთის ვიცეპრემიერმა რუმიანა ბიჩვაროვამ განაცხადა. 

ვიცე-პრემიერის თქმით, ბულგარეთს უკვე დაპირდნენ, რომ ქვეყანა საჭირო თანხას უახლოეს დროში მიიღებს. 2016 წლის რვა თვის განმავლობაში ბულგარეთმა 12500 მიგრანტი დააკავა, გასულ წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ბულგარეთის ხელისუფლების მტკიცებით, ივნისიდან შეინიშნება მიგრანტთა ნაკადის ზრდა. 

მიგრაციული კრიზისი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია ბრატისლავაში მიმდინარე ევროკავშირის არაფორმალური სამიტის. ვიშეგრადის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი სამიტზე ევროკავშირის რეფორმების გეგმის წარდგენას აპირებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის თქმით, ვიშეგრადის ჯგუფის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ბილგარეთს თურქეთან საზღვრის დაცვაში.

ევროკავშირის სამიტი პირველად იმართება დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის გარეშე.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics