2016-09-16 13:13:06, 372 ნახვა
პიონერთა სასახლეში, სადაც ნარმანიამ ანგარიში უნდა წარადგინოს ინციდენტი მოხდა
პიონერთა სასახლეში, სადაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ანგარიში უნდა წარადგინოს ინციდენტი მოხდა.
"თავისუფალი ზონის" ორი წევრი, ირაკლი ქომეთიანი და ბესო კალაძე იმ დარბაზში შეიჭრნენ, სადაც დავით ნარმანიას ანგარიში უნდა წარედგინა.
"თავისუფალი ზონის" წევრების განცხადებით ქალაქში ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემებია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ მერთან გასაუბრება სურდათ.
დაცვის თანამშრომლებმა ისინი დარბაზიდან გაიყვანეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან