2016-09-15 11:23:22, 366 ნახვა
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა
წუხელ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება შევიდა ძალაში, - ამასთან დაკავშირებით კიევში საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი იმედოვნებს, რომ ახალი შეთანხმება, რომლის დაცვის პირობაც ორივე მხარემ აიღო, ქვეყნის აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობა გახდება.
პარალელურად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში მყოფ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 1 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან