12:49 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 15:31:31, 1551 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: 2008 წლის შემდეგ შარშან საქართველოში რეკორდული მაჩვენებლის ინვესტიცია განხორციელდა

2008 წლის შემდეგ შარშან საქართველოში რეკორდული მაჩვენებლის ინვესტიცია განხორციელდა,-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო იბრუნებს თავის საინვესტიციო მიმზიდველობას, რაც იძლევა გარანტიას იმისას, რომ ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება. "მილიარდ 272 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა შარშან საქართველოში. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ და ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საქართველო იბრუნებს თავის საინვესტიციო მიმზიდველობაა, ის, რომ საქართველომ გააფორმა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან, ის, რომ ჩვენ გვაქვს კარგი სავაჭრო ურთიერთობები მეზობლებთან და ვცდილობთ ახალ ბაზრებზე გასვლას ის, რომ კვირიკაშვილი იყო ჩინეთში და საინტერესო შედეგებით დაბრუნდა, უკვე იძლევა იმის გარანტიას, რომ ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
რეჟიმის მიერ პროევროპულ აქციებზე დაჭერილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics