13:27 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 13:59:05, 1271 ნახვა

სხვადასხვა
ტემზას სანაპიროზე დამონტაჟებული მასშტაბური ხის სკულპტურული ნაგებობა დაწვეს

ლონდონში, მდინარე ტემზას სანაპიროზე დამონტაჟებული მასშტაბური ხის სკულპტურული ნაგებობა დაწვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, კონსტრუქცია XVII საუკუნის ლონდონის სიმბოლური გამოსახულება იყო. 

როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, ხანძრის იმიტაციას ქვეყნის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის 350 წლის წინანდელი მოვლენა უნდა გაეხსენებინა. 

ცეცხლმოკიდებული სკულპტურული კომპოზიციის სანახავად, რომლის სიგრძე 120 მეტრს შეადგენდა, ასობით ადამიანი შეიკრიბა. 

მის კონსტრუირებაში ამერიკელ დევიდ ბესტს ბავშვები და ლონდონის ზრდასრული მოქალაქეებიც ეხმარებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის დიდი ხანძარი 1666 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდა. ქალაქში მდებარე სახლების უმეტესობა განადგურდა, 100 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

ცნობისთვის, 1667 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ გამოსცა კანონი მშენებლობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მოსახლეობას სახლების ასაშენებლად ქვისა და აგურის გარდა არც ერთი მასალა არ უნდა გამოეყენებინათ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო
ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებმა კიდევ ორ სავაჭრო გემს შეუტიეს: ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics