|
2016-08-31 16:27:01, 1964 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დატბორილ მოხუცებულთა თავშესაფარში 9 ადამიანი დაიღუპა
იაპონიაში, ივატეს პრეფექტურაში ტაიფუნ “ლაინროკის” მიერ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად მოხუცებულთა თავშესაფარში 9 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ადგილობრივი მედეა წერს, დატბორილი შენობა მდინარის პირას მდებარეობს, თუმცა წყალდიდობის გამო ხელმძღვანელობას თავშესაფრიდან ხალხი არ გაუყვანია. ტაიფუნი “ლაინროკი” იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პრეფექტურებს დაატყდა თავს. გავრცელებული ცნობით, სულ სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლება 400 ათასს იაპონელს მოსალოდნელი მეწყერისა და წყალდიდობის გამო სახლების დატოვებისკენ მოუწოდებს. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ზოგიერთ რაიონში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა, გაუქმდა რამდენიმე ავიარეისი. ამჟამად ტაიფუნი “ლაინროკის” სიმძლავრე ტროპიკული შტორმის დონემდე შემცირდა. ციკლონი რუსეთის ტერიტორიას მიუახლოვდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)