|
2016-08-31 12:33:36, 1817 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი ავიადარტყმებს ემსხვერპლა
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. პრესმდივანი აბუ ალ-ადნანი მოკლეს, - ამის შესახებ BBC დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ზე დაყრდნობით იუწყება. როგორც BBC-ი წერს, ალ-ადნანი ჯიჰადისტების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო. Amaq-ის ცნობით, ის ალეპოს მახლობლად ქალაქ ბაბზე, განხორციელებული ავიადარტყმის დროს გარდაიცვალა. ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ დარტყმების განხორციელება უკვე დაადასტურა. მათივე ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ ავიაიერიშის სამიზნე სწორედ ალ-ადნანი იყო. ალ-ადნანი ჯიჰადისტურ ორგანიზაციაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყი. ის დაჯგუფების პრესმდივანის ფუნქციას 2011 წლიდან ასრულებდა. ის “ისლამურ სახელმწიფოს” იერარქიაში თარხან ბათირაშვილის შემდეგ მეორე ადამიანად ითვლებოდა. ცნობისთვის, წარსულში ალ-ადნანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმცია მედიაში არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ცნობები არ დასტურდებოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ალ-ადნანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული. აბუ ალ-ადნანი, სირიის ქალაქ ბანაშში 1977 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი ტაჰა სობი ფალაჰიაა. ე.წ პრესმდივანი დაჯგუფებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებდა და პროპაგანდას უწევდა. აღსანიშნავია, რომ თვითონ "ისლამურმა სახელმწიფომ" ალ-ადნანის გარდაცვალება უკვე დაადასტურა, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზები და გარემოება არ დაასახელა. როგორც უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, ეს დაჯგუფებისთვის დიდი დარტყმაა, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მტავარი ბერკეტი პროპაგანდა იყო. ე.წ მდივანის მიერ გავრცლეებული ბოლო ინფორმაციას მიმდინარე წლის მაისსში დაიდო.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)