|
2016-08-25 10:35:55, 1160 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილმა სუფსაში ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრში თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სუფსაში საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრს ეწვია, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და სამომავლო, სამოქმედო სტრატეგიასთან დაკავშირებით, ცენტრის თანამშრომლებს დავალებები მისცა. "ერთიანი მართვის ცენტრი, შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, სადგურ „სუფსა“-ს ტერიტორიაზე, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით აშენდა. ცენტრში 8 სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელთა კოორდინაციასაც შს სამინისტრო ახდენს. ცენტრის მიზანია საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა",-განმარტავენ შსს-ში. გიორგი მღებრიშვილმა ამერიკელ პარტნიორებს ცენტრის შექმნაში დახმარების გაწევისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა: „სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ანალოგიური ცენტრი მსოფლიოში არსებობს სულ 12 და მათ შორის უკვე შედის საქართველოც. ამ ცენტრის ძირითადი ფუნქციები საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, საერთაშორისო და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაა“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)