|
2016-08-24 14:01:05, 1771 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს. მედიის ინფორმაციით, უცნობია, თუ რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქი ამატრიჩე დააზარალა. როგორც მერმა სერჯიო პეროციმ განაცხადა, ქალაქის ნახევარი ნანგრევად არის ქცეული. ამჟამად მთავრობა უსახლკაროდ დარჩენილთათვის დროებითი თავშესაფრის ორგანიზებაზე მუშაობს. იტალიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს განსათავსებლად უკვე გადასცეს 650 ბინა. შეგახსენებთ, რომ მიწიძვრის ეპიცენტრი ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ პერუჯას მახლობლად მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა. მიწისძვრის გამო იტალიის პრეზიდენტმა სიცილიაში ვიზიტი სასწრაფოდ შეწყვიტა და რომში დაბრუნდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)