19:25 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 17:26:47, 7530 ნახვა

მსოფლიო
პარიზში მძევალი, კიდევ ერთმა შეიარაღებულმა პირმა აიყვანა

პარიზში მძევალი,  კიდევ ერთმა შეიარაღებულმა პირმა აიყვანა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც ქაშერული პროდუქტები იყიდება, ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა.
სააგენტო „AFP“-ის ინფორმაციით, აღნიშნული შეიარაღებული პიროვნება შესაძლოა იყოს ის, რომელმაც გუშინ  პარიზის სამხრეთ ნაწილში პოლიციელი ქალი მოკლა. ამავე დროს, არსებობს ეჭვი, რომ მას კავშირი ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასთანაც აქვს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის სამხრეთ ნაწილში, მეტრო სადგურთან, შეიარაღებულმა პირმა ერთი პოლიციელი მოკლა, ხოლო მეორე მძიმედ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ზე კიბერშეტევა შესაძლოა აშშ-სთვის სასარგებლო იყოს
მეუფე იობი: პატრიარქი კირილი არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის
გალუზინი- შეთანხმდა, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალი ფორმატით და რეგულარულად დამყარდება
მეუფე იობი ოცნებაზე - რომ დავინახე, გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics