|
2016-08-18 15:57:47, 988 ნახვა
სხვადასხვა
სასჯელაღსრულების სამინისტრო რაიმე სახის ზეწოლის გზით საარჩევნო პროცესში მსჯავრდებულთა ჩართვას გამორიცხავს
პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში 13 აგვისტოს გამოქვეყნდა კობა სუბელიანის ანალოგიური შინაარსის სტატუსი, რომლის გამოქვეყნებიდან დაუყოვნებლივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი კობა სუბელიანს ტელეფონით დაუკავშირდა და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეხვედრა შესთავაზა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,დეპუტატმა თბილისში არყოფნის მიზეზით, შეხვედრა 15 აგვისტოსთვის გადადო „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ კობა სუბელიანის მიერ წინასაარჩევნოდ პატიმრების ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში 13 აგვისტოს გამოქვეყნდა კობა სუბელიანის ანალოგიური შინაარსის სტატუსი, რომლის გამოქვეყნებიდან დაუყოვნებლივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ბატონ კობა სუბელიანს ტელეფონით დაუკავშირდა და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეხვედრა შესთავაზა. დეპუტატმა თბილისში არყოფნის მიზეზით, შეხვედრა 15 აგვისტოსთვის გადადო. ამასთან, სუბელიანს სატელეფონო საუბრისას არ დაუსახელებია არც ერთი კონკრეტული ფაქტი ან რომელიმე პირის ვინაობა, მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მამისგან შეიტყო. კობა სუბელიანმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოცხადება 15 აგვისტოს ნაცვლად, მხოლოდ გუშინ, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს შეძლო. აღნიშნულ შეხვედრაზეც მან არ დაასახელა არც ერთი კონკრეტული გვარი და ფაქტი. როგორც სატელეფონო საუბრისას, ისევე სამინისტროში შეხვედრის დროს, დეპუტატმა განაცხადა, რომ ინფორმაცია მსჯავრდებულის მამისგან მიიღო, რომლის ვინაობის გამხელისგან მამა თავს იკავებს, თითქოს, შვილის მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის და უარყოფითი შედეგის შიშის გამო. ასევე, ზოგადია ინფორმაცია, სუბელიანის თქმით, ე.წ მაყურებლის იმერეთის მხარეში მდებარე ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებაც. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული პირის ვინაობა, მათ შორის, მისი თქმით, ე,წ მაყურებლის გვარიც არ დასახელებულა და არც ის, თუ კონკრეტულად რომელ დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა სუბელიანმა განაცხადა, რომ კონკრეტული პირების ვინაობა არ იცის. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ბატონ კობა სუბელიანთან შეხვედრისა და საუბრის შესახებ შედგენილია შესაბამისი ოქმი, რომელსაც დეპუტატი თავად აწერს ხელს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ სრულად დეპოლიტიზებული უწყებაა და თავის მხრივ, გამორიცხავს რაიმე სახის ზეწოლის გზით საარჩევნო პროცესებში მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების ჩართვას. სამინისტრო მიიჩნევს, რომ თავისუფალი არჩევანი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ამ უფლების შეზღუდვას საკუთარი საქმიანობის არეალში არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამასთან, მიმართავს საზოგადოებას, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვდრებზე მსჯავრდებულთა შესახებ მსგავსი თემებით მანიპულირებას შეეცდება, დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია საასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას“,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. (NS)
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)