16:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 14:15:58, 1058 ნახვა

სხვადასხვა
მცხეთაში „სოციალური დახმარების მიმღებ პირებში“ საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები ჩაამატეს

მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარემ 2016 წლის 12 აგვისტოს გამოცემული #25 დადგენილებით, იმ პირებს შორის, ვინც სოციალური დახმარება უნდა მიიღონ, მცხეთის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები ჩაამატა.

კერძოდ, 2015 წლის 15 იანვრის დადგენილებაში „სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ შეიცვალა პირველი მუხლი „პროგრამით მოსარგებლეები“ და ამ მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტს დაემატა „გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები.“

ა) და ბ) ქვეპუნქტების მიხედვით სოციალური დახმარების მიმღები პირები იყვნენ „ეკონომიურად გაჭირვებული პირები“ და „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა და რეპრესირებულ პირთა ოჯახის წევრები.

პირველი მუხლის მეორე პუნქტში წერია, რომ „მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს სოციალური დახმარების სახით“.

დადგენილებას ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი.

დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სოციალურ დახმარებას მიიღებენ საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები, რაც, მინიმუმ, ბიუჯეტიდან სოცუიალური დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს, რადგან სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი დახმარების მიღება არ შეუძლია პირს, რომელსაც აქვს ანაზღაურებადი სამსახური, სადაც კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, იღებს გასამრჯელოს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები დადგენილებაში უკავშირდება „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ მცხეთაში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის წინასაარჩევნო კამპანიას.

მცხეთის გამგეობასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისთვის თითქოსდა სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხა მიმღებმა პირებმა უნდა დააბრუნონ და შემდგომში ის თანხა ხუნდაძის წინასაარჩევნო პლაკატებისა და ბუკლეტების დასაბეჭდად უნდა გამოიყენონ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics