|
2015-01-09 16:34:26, 5329 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პოლიცია ძმებ კოაშებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძმები კოაშების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქ დამარტენ-ან-გოელში, სტამბის შენობაში Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები ძმები კოაშები იმყოფებიან, რომლებსაც მძევლად, სავარაუდოდ, 26 წლის მამაკაცი ჰყავთ აყვანილი. პოლიცია მათთან მოლაპარაკებას ტელეფონით აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სამართალდამცველებს უთხრეს, რომ მოწამებრივი სიკვდილი სურთ. ქალაქი სპეცრაზმის ალყაშია და მის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ. სპეცოპერაციას პირადად ქვეყნის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, ხელმძღვანელობს. საფრანგეთის დედაქალაქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. დამარტენ-ან-გოელში მცხოვრებლებს პოლიციამ მათივე უსაფრთხოების მიზნით, სახლიდან გასვლა აუკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)