17:31 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 11:20:34, 1535 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: რუსეთი ვერასოდეს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტმა ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი ვერასოდეს გაექცევა უსამართლობას, რომელიც მეზობელი საქართველოს მიმართ ჩაიდინა.

„ჩვენ აქ ყოველ წელს მოვდივართ იმიტომ, რომ პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. მათი გმირობა დღესაც წელში გვმართავს და მომავლის იმედს გვაძლევს. რუსეთი ვერასოდეს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ ტერიტორიებს, არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს. მაგრამ რუსეთს ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, თუ როგორ გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქტივისტი ნანა სანდერი: მე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის აუდიტს ჩაატარებს
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics