|
2016-08-04 15:53:37, 1237 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმს“ დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით თბილისში ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები - დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი იმყოფებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ორდღიან ფორუმში, რომელიც 4 აგვისტოს სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნა. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავებას. „ჩვენ მოწვეული გვყავს მსოფლიო კლასის ორი პროფესორი - დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი. ორივე მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მრავალი მსოფლიო აღიარება მოპოვებული. ჩვენი მიზანია მათთან ერთად შევაფასოთ ის გზა, რომელიც გავიარეთ ეკონომიკური რეფორმების ნაწილში, ასევე მივიღოთ რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომში კიდევ უფრო მოგვეხმარება ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანად გატარებაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რაც ფორუმზე გაჟღერდა, არის საქართველოს ეკონომიკის ეფექტურობის ამაღლება, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით. „დღეს საქართველო, რეფორმების ნაწილში, არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წარმატებული ქვეყანა. სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური ეფეტქურობის ამაღლება, მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა - ეს იყო ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ფორუმის პირველ ნაწილში, ხოლო ორი დღის მუშაობის შემდეგ, როდესაც მოწვეული ეკონომისტები გაეცნობიან და მოისმენენ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის შესახებ, კიდევ უფრო მეტ რეკომენდაციებს გასცემენ“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამრეწველო პალატებთან, სტუდენტებთან, საბანკო სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან. დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბლი წარმოადგენენ თავის ხედვებს და მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების საკითხებზე, გაიმართება დისკუსია. დანი როდრიკი არის ჰარვარდის ჯონ კენედის სკოლის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი. მისი კვლევები მოიცავს ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებს. ამჟამად მისი ნაშრომები ფოკუსირებულია განვითარებადი ქვეყნების ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკური ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდის პრობლემების ანალიზზე. სოციალური მეცნიერებების კვლევის საბჭოს მიერ დაჯილდოვებულია ალბერტ ო. ჰირშმანის პრიზით, აგრეთვე, ლეონტიეფის პრიზით - გამოჩენილი ეკონომიკური მოსაზრებებისთვის. ჩარლზ სეიბლი სამართლისა და სოციალური მეცნიერების პროფესორია კოლუმბიის სამართლის სკოლაში. 2014-2015 წლებში იგი იყო ფლორენს როგატზის მოწვეული პროფესორი იელის სამართლის სკოლაში. წარსულში ის ფორდის საერთაშორისო სოციალური მეცნიერების პროფესორად მოღვაწეობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტში. დაცული აქვს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორისა და სოციალური კვლევების ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)