2016-08-03 11:51:23, 1192 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებით ხელოვნური ჩარევა არ ხდება
„ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე დგება“, - ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, - „ვიზიტორების რეკორდული რაოდენობის მიუხედავად, რატომ არის ლარის კურსი კვლავ მაღალ ნიშნულზე.“
ქუმსიშვილის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით ხელოვნური ჩარევა არ ხდება.
„ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, შესაბამისად მოთხოვნა-მიწოდება ადგენს ლარის კურსს. ხელოვნური ჩარევა არ ხდება“,-განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3484 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, დღევანდელი კურსით, მისი შეძენა 2.6288 ლარად არის შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან