22:16 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-31 17:46:49, 802 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  დიმიტრი ქუმსიშვილი,  მსოფლიოს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, იტალიური, არაბული,  ჩინური,  აზერბაიჯანული, უკრაინული და სხვა ქვეყნების წამყვანი გამოცემებისა და ტელევიზიების ჟურნალისტები, საქართველოში სასტუმრო  ,,ბილტმორ თბილისის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიის გასაშუქებლად  ჩამოვიდნენ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, პირველმა ვიცე-პრემიერმა, მსოფლიო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრმა, ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მსხვილი  საინვესტიციო პროექტები  და ქვეყნის  ტურისტული პოტენციალი გააცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ინტერვიუ მისცა ცნობილ  იტალიურ მედია ჰოლდინგის ,,ლა სტამპას“ რეპორტიორს.   ჟურნალისტთან,  ლუჩია სგუელიასთან მინისტრმა მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, გაზრდილ  ტურისტულ ნაკადებზე  და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. 

მინსტრთან სტუმრად მყოფმა ჟურნალისტებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და საქართველოს კულტურისა და  ისტორიის შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოს, საქართველოში სტუმრად მყოფი ჟურნალისტები სასტუმრო  ,,ბილტმორ თბილისის“  გახსნის გალა ღონისძიებას დაესწრებიან.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics