|
2016-07-30 13:57:17, 1860 ნახვა
მსოფლიო
ერევანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა
ერევანში პოლიციამ, გუშინ ღამით განყოფილებაში გადაყვანილი 165 მოქალაქიდან 26-ის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ერევნის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, დაკავებულთა ვინაობა უცნობია. ამასთან, ჟურნალისტების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ოპოზიციური პარტია „მემკვიდრეობის“ თავმჯდომარის მოადგილე არმენ მარტიროსიანია. "რია-ნოვოსტი" წერს, რომ გუშინ გამით, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირების მხარდასაჭერად მასობრივი აქცია გაიმართა. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა აქტივისტები ძალისმიერი გზით დაარბიეს, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც 60-მდე აქტივისტი საავადმყოფოში, სხვადასხვა სირთულის ტრავმით გადაიყვანეს. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, რომლებიც ხელკეთებით იყვნენ შეიარაღებული, გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და ვიდეოკამერა დაუმტკვრიეს. გარდა ამისა, სხვა დაშავებულ ჟურნალისტებზეც ვრცელდება ინფორმაცია. ესენი არიან: CivilNet.TV-ისა და რუსული გამოცემა "ლაიფის" ჟურნალისტები. შეგახსენებთ, რომ ერევანში ერებუნის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული პირები 17 ივლისიდან იმყოფებიან. ისინი ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)