|
2016-07-30 12:05:41, 1881 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა ამბოხთან კავშირში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური დაადანაშაულა
რაჯიპ ტაიფ ერდოღანმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი ჯოზეფ ვოტელი დაადანაშაულა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ვოტელმა მეამბოხეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისივე მტკიცებით, ვოტელმა ოფიციალური თურქეთი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო გააკრიტიკა. „იცოდე შენი ადგილი და იცოდე, რას წარმოადგენ! იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაუხადო ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიული გზით ჩაახშო აჯანყება, მისი ორგანიზატორების მხარეს იკავებ“, - მიმართა ერდოღანმა ამერიკელ გენერალს. ამასთან, ამერიკელმა გენერალმა აღნიშნულ ბრალებებს პასუხი უკვე გასცა და აღნიშნა, რომ ამბოხთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. "ინფორმაცია, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან მქონდა რაიმე კავშირი, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ჯოზეფ ვოტელმა. გარდა ამისა, ერდორანმა დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკა. მისივე თქმით, ქვეყნება თურქეთს შესაბამისი სოლიდარობა არ გამოუცხადეს. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ის ქვეყნები, რომლებსაც მეამბოხე სამხედროების ბედი უფრო აღელვებთ, ვიდრე თურქეთის დემოკრატია, ანკარას მეგობრები ვერ იქნება. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. გადატრიალების მცდელობასთან კავშირში 18 ათასი ეჭვმიტანილი დააკავეს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)