21:37 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 19:52:25, 851 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ დაპირებული სასწრაფო დახმარების მანქანა ღორჯომის მოსახლეობას გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დაპირებული სასწრაფო დახმარების მანქანა ღორჯომის მოსახლეობას გადასცა.

ერთი კვირის წინ ღორჯომელებთან შეხვედრისას სოფლის მოსახლეობამ ზურაბ პატარაძეს თხოვნით მიმართა სასწრაფო დახმარების დამატებითი მანქანის გამოყოფის შესახებ. დაპირებულ სასწრაფო დახმარების მანქანას რეგიონის ხელმძღვანელი ღორჯომამდე თავად მართავდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე. ასევე საქართველოს სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი დავით ტორუა, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და მთავრობის აპარატის თანამშრომლები.

,,მე დაგპირდით, რომ სასწრაფო დახმარების გამართულ მანქანას ამოვიყვანდი თქვენთან. დღეს ეს დაპირება შესრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს. კოორდინირებული მუშაობით და ერთად ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ შევაჩეროთ მთის ბარში მიგრაცია. ჩვენ აქ შევქმნით სამუშაო ადგილებს. მთიდან უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ძალიან მალე დავიწყებ სასაკლაოებთან დაკავშირებით სუბსიდირებას. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტის განხორციელებისათვის. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო პროექტია ,,სოფლის ბირჟა", რომლის დეტალებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. სოფელში აუცილებლად იქნება ვეტერინარული კლინიკა, სადაც თქვენ შეძლებთ პირუტყვის ჩაბარებას და კონკურენტუნარიან ბაზარზე შესვლას. ასევე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ისინი თითოეულ ოჯახში მივლენ, გაეცნობიან მათ პრობლემებს და დროულად მიაწვდიან ინფორმაციას მიმდინარე პროგრამებისა და ინოვაციების შესახებ" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ

ღორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრისას. დღეს, მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა ასევე ხულოს, შუახევისა და ქედის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან. მსგავსი შეხვედრების მთავარი მიზანია მთიან აჭარაში არსებული გამოწვევების, ხალხის საჭიროებების, არსებული მდგომარეობის შესწავლა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics