|
2016-07-28 17:40:37, 883 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზღვაურებს სწავლის დასრულება მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის "ანრის" კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ზურაბ პატარაძემ მომავალ მეზღვაურებს სასწავლებლის დამთავრება მიულოცა. დღეიდან სასწავლებლის 14 კადეტი უკვე დიპლომირებულია, რასაც სასწავლებელი საზეიმოდ აღნიშნავს საზღვაო ქალაქის საზოგადოებასთან ერთად. აჭარის მთავრობის თვმჯდომარემ კურსდამთავრებულ კადეტებს სწავლის დასრულება მიულოცა და მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ბათუმი და ზოგადად აჭარა საზღვაო რეგიონია და ზღვაოსნობასთან დაკავშირებული პროფესიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ მეზღვაურობა საკმაოდ რთული პროფესიაა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ეკონომიკური ეფექტიც, რომელიც ამ საქმიანობასთანაა დაკავშირებული და რომელიც წლიურად მინიმუმ მილიალრდ დოლარზე გადის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსოფლიო შრომით ბაზარზე ქართველ საზღვაო ოფიცრებსა და მეთაურთა შემადგენლობაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამ ყველაფერს სჭირდება კარგი და თანამედროვე საგანმანათლებო ბაზის შექმნა და მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით რეგიონი მზარდი ტემპებით ვითარდება. მინდა მივულოცო კადეტებს ბაკალავრიატის კურსის დამთავრება და ზურგის ქარი ვუსურვო მათ."- განაცხადა ზურაბ პატარაძემ. საზღვაო სასწავლებელი "ანრი", როგორც მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი და პროფესიული სასწავლებელი 15 წლის წინ დაარსდა. მოგვიანებით სასწავლებელმა საბაკალავრო პროგრამების მიმართულებით აკრედიტაცია გაიარა და აბიტურიენტებს საზღვაო მეცნიერებების დასაუფლებლად ეროვნული გამოცდების გავლით იღებს. სასწავლებელი ფლობს საზღვაო სიმულატორებსა და ტრენაჟორებს, მცურავი ობიექტების რეალურ მოდელებს, ასევე სასწავლო გემსა და კატარღებს. ხორციელდება პროფესიული სწავლება და მეზღვაურთა სერთიფიცირება, რაც მუდმივად განახლებადია. საზღვაო სასწავლებელი "ანრის"დამაარსებელია სასწავლებლის რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ დიასამიძე. სწორედ მისი ორგანიზებულია საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგ ცენტრი, რაც ქართული საზღვაო დიპლომების საერთაშორისო აღიარებას ნიშნავდა. სასწავლებლის ოთხ კურსზე ასობით ბაკალავრი სწავლობს და ასამდე თანამშრომელი მუშაობს. კურსდამთავრებულთა 90 პროცენტი დასაქმებულია.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)