|
2016-07-28 11:41:48, 846 ნახვა
საზოგადოება
გრაკლიანის აღმოჩენის ექო
გრაკლიანი სამეცნიერო და ისტორიით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. იქ აღმოჩენილი წარწერა ამერიკელი ექსპერტების მიერ ძვ.წ.აღ. მე-11-მე-10 საუკუნით დათარიღდა. ჯერ კიდევ 5 წლის წინ, ქართული ანბანის შესაქმე, იგივე პერიოდით პროფესორმა ალიკო ცინცაძემ დაათარიღა. მან ბიბლიის დაშიფვრის ერთ-ერთ მეთოდს - ჰემატრიას მიაკვლია ძველ ქართულში და ქართული ანბანის შექმნის ქვედა ზღვარიც სწორეს მასზე დაყრდნობით შეაფასა. იქამდე ყველაზე თამამი პროგნოზი, ქართული ანბანის შესაქმეს თაობაზე, ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნოდა - კავახიშვილმა იგი ძვ.წ,აღ. მე-7 საუკუნით დაათარიღა. ალიკო ცინცაძე თვლის, რომ ამერიკელი ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნა გრაკლიანის წარწერის სიძველის თაობაზე მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ჰემატრიის მეშვეობით ეს შედეგი მას მათემატიკურად უკვე დადგენილი ჰქონდა. თანაც ბატონ ალეკოს მიაჩნია, რომ ეს თარიღი მხოლოდ ქვედა ზღვარია. ქართული ანბანის ზუსტი დათარიღება მეცნიერმა ბიბლიის დაშიფვრის ერთ-ერთი მეთოდის - ჰემატრიის გამოყენებით მოახერხა. „ამ მეთოდმა ტოპონიმ გრაკალთან დაკავშირებით ქურუმთა სიმბოლო რიცხვი და მზის გადახრის კუთხე დააფიქსირა. ერთსაც და მეორესაც უდიდესი დატვირთვა აქვს ქართულ ჰემატრიაში. ისედაც, მზე არიელებისთვის ღმერთი იყო, ხოლო იქ მიკვლეული ტაძარი ტაძარი რომ ქრისტემდელ ქურუმთა სამლოცველოა, ეს ფაქტია. ეს არტრეფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ჰემატრიის რეალურობას. ეტყობა ეს ტოპონიმიც ჰემატრიულადაა შექმნილი. რაც უკვე ნიშნავს, რომ იმ პერიოდში ქართული ერთიანი ანბანური სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია. სწორედ ამაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ იგი მიკვლეული იქნება. თუმცა ამ ჰემატრიულმა ანალიზმაც ისე ცხადად აჩვენა მისი არსებობა, რომ სხვა ვარიანტი არც რჩება. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა ეწეროს სამსხვერპლოზე, როგორიც არ უნდა იყოს გრაფიკა, ამ დროს ქართულ ანბანურ სისტემას დასრულებული სახე აქვს. აი, დასკვნა, რომელსაც ვერცერთი საექტსპერტო პიურო ვერ მოგცემთ, თუ ქართულ ჰემატრიას არ გამოიყენებს.“ - აცხადებს ალიკო ცინცაძე. ამერიკელ ექსპერტთა დასკვნამ არა მხოლოდ ანბანის საკითხი, არამედ ისიც დაადასტურა, რომ მეთოდი ჰემატრია მართლაც ქმედითუნარიანია. ქართულში ჰემატრიის არსებობით კი ძველ ქართულს ბიბლიის დამწერი ხალხის ნიშანი აღმოაჩნდა. ამით დასტურდება ნიკო მარის მოსაზრება, რომელიც ვარაუდობდა, რომ ქართველები ბიბლიის პირველ თავებს წერდნენ. ალიკო ცინცაძის განცხადებით, გრაკლიანზე აღმოჩენილ ანბანის გრაფიკა იმდენად მნიშვნელობანი არ არის, რამდენადაც ის, რომ ამ პერიოდში იბერიულ სივრცეში ანბანური წერის კულტურა ფიქსირდება.
(NS)
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)