|
2016-07-27 12:00:20, 736 ნახვა
საზოგადოება
NDI - იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს, შემცირებულია
ეროვნულ-დემოკრატიული ისტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს. კერძოდ, ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 64% ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს, თუმცა მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, ამ კატეგორიის გამოკითხულთა რაოდენობა შემცირებულია. მარტში რესპოდენტთა 72% ფიქრობდა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათნაირ ხალხს სარგებელს მოუტანდა. გამოკითხულთა 26% აცხადებს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგითი მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი არ არის - მარტში ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა. კატეგორია „არ ვიცი“ გამოკითხულთა 10%-მა აირჩია. კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)