|
2015-01-09 13:46:26, 2633 ნახვა
საზოგადოება
ნანუაშვილი „იდენტობის” და ირაკლი ვაჭარაძის მიმართ გამოთქმულ მუქარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ მუქარის ფაქტებს ეხმიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარემოებების ადეკვატურად შეფასების, ირაკლი ვაჭარაძისა და „იდენტობის“ სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს. სოციალური ქსელით და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიერ სოციალური ქსელ „Facebook“-ზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შეფასებას არაერთი კერძო პირისაგან მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მუქარა მიმართულია როგორც უშუალოდ ირაკლი ვაჭარაძის, ასევე მთლიანად ორგანიზაცია „იდენტობის“ წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ სოციალური ქსელში დაანონსა საპროტესტო აქცია, რომელიც 2015 წლის 10 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ შენობასთან გაიმართება. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და სხვა თანამშრომლების უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ამასთან, ნანუაშვილის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ორგანიზაცია „იდენტობის“ შენობასთან დაგეგმილი აქციის კანონისმიერ ფარგლებში ჩატარების უზრუნველსაყოფად.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)