|
2016-07-25 18:33:38, 955 ნახვა
საზოგადოება
Stadler KISS -მა თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა
ორსართულიანი მატარებლის პირველ მგზავრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ბათუმის რკინიგზის სადგურში დახვდა. პირველი შთაბეჭდილებების შესახებ ზურაბ პატარაძემ პირადად მგზავრებისგან მიიღო ინფორმაცია. მგზავრებთან გასაუბრების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ მატარებელი დაათვალიერა. დღესვე, ზურაბ პატარაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ინიცირებულ ახალ პროექტს გაეცნო. პროექტის ფარგლებში „ბათუმი ცენტრალის" მგზავრებს ახალ სერვისს - მობილური გიდებით მომსახურებას სთავაზობენ. ისინი სტუმრებს რეგიონის ტურისტული მარშრუტებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციასა და ბუკლეტებს მიაწვდიან. მობილური გიდები ქობულეთის რკინიგზის სადგურშიც იმოძრავებენ. აგვისტოს პირველი ნახევრიდან კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი „ბათუმი ცენტრალის" შენობაში სეზონური ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსებას გეგმავს, სადაც ტურისტებს ასევე შეეძლებათ რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღება. „შემოვიდა პირველი, თანამედროვე, ორსართულიანი მატარებელი ბათუმის რკინიგზის სადგურში. როგორც ხედავთ ყველა მგზავრი კმაყოფილია. დამერწმუნეთ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონში და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, სერვისების გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და მინდა მივულოცო ყველა ჩვენს მოქალაქეს და ტურისტს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ მგზავრებთან შეხვდრის შემდეგ.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)