|
2016-07-23 18:42:32, 1606 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი: აუცილებლად გავარკვევთ, ვინ იდგა მიუნხენის თავდასხმის უკან
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ხელისუფლება და დაზვერვის სამსახურები აუცილებლად გაარკვევენ, ვინ იდგა მიუნხენის თავდასხმის უკან და როგორ მოხდა რამდენიმე დღის წინ ბავარიაში სამგზავრო მატარებელში მყოფი თავდამსხმელის რადიკალიზება, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მერკელმა აღნიშნა, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობისა და ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად. "მოტივი და მიზეზი თუ რატომ ჩამოვიდნენ ისლამისტებთან დაკავშირებული ადამიანები გერმანიაში ჯერ კიდევ გასარკვევია. გუშინ მიუნხენში, იმ ადგილას, სადაც თავდასხმა განხორციელდა, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო და ეს თავისთავად ძალიან მძიმე ფაქტია. რა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? ეს ჩვენი სამართალდამცველები არიან, რომლებიც ძალიან კარგად გაუმკლავდნენ არსებულ ვითარებას, მათ ყველა დანარჩენ ქალაქში უზრუნველყვეს ადამიანების უსაფრთხოება, ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი ერთმანეთთან და ქმნიდნენ დაცულ გარემოს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მიუნხენის მოსახლეობას. მოქალაქეები ერთმანეთზე ზრუნავენ და აჩვენეს, თუ როგორია ცხოვრება ტავისუფალ საზოგადოებაში. მივიღეთ ბევრი შეტყობინება მეზობელი ქვეყნებიდან, მათ გვაგრძნობინეს, რომ ფიქრობენ და მხარდაჭერას უცხადებენ გერმანისა და მის ხალხს. გერმანიის ხელისუფლება და უსაფრთხოების სამსახურები გააკეთებენ ყველაფერს მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა ანგელა მერკელმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)