15:35 - 29 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 15:46:56, 1206 ნახვა

სამართალი
პაპუაშვილი: მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

პაპუაშვილის თქმით, ბოლო დღეებში მოსამართლეთა ნაწილს ფარულად უთვალთვალებენ.

"დღეს მინდა ახალ საგანგაშო ფაქტებზე გესაუბრობთ, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს. მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლებზე, რაც გამოიხატება ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების მიზანმიმართულ შევიწროვებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხადასხვა მიზეზით. ასევე პირადი ინფორმაციის გასაჯროებით, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან.

ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც ახლა განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მთავარი ამოცანაა დღეს მოხდეს პრევენცია და მოსამართლეებს ჰქონდეს საშუალება გადაწყვეტილება კონსტიტუციის და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღონ.

"ეს მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის დემოკრატიისთვის და მზადყოფნას გამოვთქვამ ამ საკითხზე ქვეყნის პირველ პირებთან ვისაუბრო", - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics