|
2016-07-20 16:19:49, 1642 ნახვა
მსოფლიო
სირიელ ამბოხებულთა დაჯგუფებამ ბავშვს თავი მოკვეთა
სირიელ ამბოხებულთა დაჯგუფებამ ბავშვს თავი მოკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, ბიჭი პალესტინურ-სირიული დაჯგუფების „ ალ-ქუდსის ბრიგადის“ შემადგენლობაში იყო და სირიის სამთავრობო შენაერთების მხარეს იბრძოდა. ინტერნეტში მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ჩანაწერში ჩანს, რომ პიკაპის ტიპის ავტომობილში 5 მამაკაცი ზის, მათ ბიჭუნა ჰყავთ დატყვევებული, რომელიც 12 წლის იყო. ერთ-ერთი მამაკაცი ამბობს: “ალ-ქუდსის ბრიგადას” არ ჰყავს მამაკაცები, რადგან ისინი ბავშვებს გვიგზავნიან”. „აი რა მოუვა შენს ლეკვებს, ბაშარ,“ - მიმართავენ ვიდეორგოლში სირიის პრეზიდენტს. ამის შემდეგ კი ბავშვს თავს კვეთენ. BBC-ის ინფორმაციით, ბავშვი ალეპოს მახლობლად ადგილობრივი ამბოხებულების მოძრაობამ "ნურ ალ-დინ ალ-ზინკიმ" დააკავა. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული დაჯგუფება გასული წლის სექტემბრამდე აშშ-სგან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას იღებდა. დაუადასტურებელი ცნობით, მოძრაობის სპონსორებს შორის ასევე თურქეთი, ყატარი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იყვნენ. მოგვიანებით მედიაში მოძრაობა "ნურ ალ-დინ ალ-ზინკის" ლიდერების განცხადება გავრცელდა, სადაც ისინი ბავშვის მკვლელობას გმობენ და პირობას დებენ, რომ მომხდარს გამოიძიებენ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)