|
2016-07-20 12:49:39, 1668 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ნიცაში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ინიციატივა საფრანეგთის ნაციონალურმა ასამბლეამ უკვე დაამტკიცა. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას 489 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 26 კანონმდებელი იყო. ცნობისთვის, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ მოქმედებს. გასულ კვირას პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობას აღარ გაახანგრძლივებდა, თუმცა მეორე დღეს ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა. შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 14 ივლისის გვიან საღამოს, ქალაქ ნიცას ინგლისურ სანაპიროზე მოხდა, როდესაც ათასობით ადამიანი ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს უყურებდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა, რის შედეგადაც 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ათი ბავშვი. მანქანის მძღოლი 31 წლის ტუნისელი მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელი იყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)