|
2016-07-18 15:27:38, 1650 ნახვა
მსოფლიო
ტორბიორნ იაგლანდი: ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს სიკვდილით დასჯის გამოყენების უფლება არ აქვს
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს სიკვდილით დასჯის გამოყენების უფლება არ აქვს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Tagesspiegel იუწყება. როგორც იაგლანდმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხი არის ევროსაბჭოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულება. “ევროსაბჭოს არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, გამოიყენოს სიკვდილით დასჯა. ეს არის ევროსაბჭოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულება”, - განაცხადა იაგლანდმა. მისივე თქმით, თურქეთს რატიფიცირელი აქვს ევროსაბჭოს ორი პროტოკოლი, რომელთა თანახმადაც, სიკვდილით დასჯის აღდგენა ნებისმიერი გარემოების დროს დაუშვებელია. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენას განიხილავს. ბოლო სასიკვდილო განაჩენი თურქეთში 1984 წელს აღასრულეს. თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს, ევროკავშირის წევრობის მისაღებად ჩატარებული რეფორმების ფარგლებში გააუქმა.
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)