|
2016-07-18 15:07:46, 1491 ნახვა
მსოფლიო
ერავანში პოლიციის განყოფილებიდან კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს
ერევანში, ერებუნის რაიონში, პოლიციის განყოფილებიდან თავდამსხმელებმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Inter Fax ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელებს კიდევ 5 სამართალდამცველი ჰყავთ მძევლად აყვანილი. როგორც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა განაცხადა, მძევალი მათ ოპოზიციური ორგანიზაციის “ახალი სომხეთის” ლიდერის ჟირაირ სეფილიანის მითითებით გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, შეიარაღებული პირების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას სწორედ იარაღის უკანონო შანახვისთვის დაპატიმრებული სეფილიანის გათავისუფლება წარმოადგენს. “ჩვენ ჟირაირ სეფილიანს დავუკავშირდით. მან შემოგვთავაზა ერთ-ერთი მძევლის გათავისუფლება. ჩვენ გავუშვით სამართალდამცველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მას ალერგია აქვს”, - განაცხადა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა. მძევლებს შორის რჩება სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე და ერევნის პოლიციის უფროსი მოადგილე. სომხური მედია იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ პოლიციის განყოფილებსთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ. შეგახსენებთ, რომ ერევანში შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა გუშინ დაიკავა. მათ ერთი სამართალდამცველი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. გარდაცვლილი სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე უნან პოღოსიანია. მათ ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირ სეფილიანისა და სხვა პირების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებსაც პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ისინი ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)