15:25 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 10:45:32, 740 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და GIZ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის - „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის  შესახებ“ ურთიერთგაგების  მემორანდუმი გაფორმდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემონანდუმი ითვალისწინებს უწყებასა და GIZ-ის  თანამშრომლობას - შრომის  ბაზრისა და მიგრაციის  მართვის, შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფის და დროებითი ლეგალური  (ცირკულარული) შრომითი  მიგრაციის ორგანიზების საკითხებზე.

კერძოდ, მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს: დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფა, შრომითი მიგრაციის  მონაცემთა ბაზისა და მისი  მართვის მეთოდოლოგიების  შემუშავება, „შრომითი მიგრაციის შესახებ“  საქართველოს კანონის განხორციელების ხელშეწყობა, (კანონის მიზანია საქართველოში შეიქმნას შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებასა და გამორიცხავენ არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს)

მემორანდუმი სამი  წლის ვადით გაფორმდება და ხელს მოაწერენ მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, GIZ-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი მარი შეფერი და GIZ-ის პროგრამის „მიგრაცია განვითარებისთვის“ დირექტორი რალფ ზანფტენბერგი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics