|
2016-07-18 10:03:44, 584 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრომ მიმდინარე წლის 16-17 ივლისს, ბორჯომში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩაატარა. მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების სისტემის კონკრეტულ მიღწევებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებებზე, პენიტენციური დაწესებულებების მართვის თავისებურებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საჩივრებზე რეაგირების მექანიზმზე, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და შინაპატიმრობის აღსრულების საკითხებზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ, პენიტენციური და სამედიცინო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს პენიტენციისა და პრობაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების, გამოწვევების, მსჯავრდებულებისთვის არსებული სარეაბილიტაციო პროგრამების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოხსენებებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიაწოდეს. სემინარზე განიხილეს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სამედიცინო სერვისები და მათი ხელმისაწვდომობა. თამარ ხულორდავას განცხადებით, მედიის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია: „მედიის წარმომადგენლებთან უწყებაში განხორციელებული რეფორმების გარდა იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომლის წინაშე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დგას. ვუპასუხეთ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა და ჟურნალისტებთან საუბარი ყველა იმ ინიციატივაზე, რომელიც უწყებაში ხორციელდება", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ. UNDP-ის პროგრამის მენეჯერის, რუსუდან ტუშურის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში განხორციელდა. დასასრულ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სემინარის მონაწილე მედიის წარმომადგენლებს N3 და N6 დახურული ტიპის დაწესებულებებში ვიზიტი და იქ არსებული პირობების ადგილზე გაცნობა შესთავაზა. მინისტრმა მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)