08:58 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 05:12:40, 1730 ნახვა

მსოფლიო
ანკარაში პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობის დროს 13 ადამიანი დააკავეს

ანკარაში პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობის დროს 13 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, სტამბოლში სახელმწიფო გადატრიალების 100-ზე მეტი მონაწილეა გამოვლენილი, რამდენიმე მათგანი კი უკვე დაკავებულია.

როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ქემალითინ ჰასიმიმ ტელეკომპანია “ბლუმბერგის” ეთერში განაცხადა, მთავრობა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე კონტროლს 24 საათის განმავლობაში აღადგენს.

“ჩვენ ვაკონტროლებთ ტერიტორიების უმეტესობას, მათ შორის სტამბოლს. ვფიქრობ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში ჩვენ სრულად გავაკონტროლებთ ვითარებას”, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

ამავე დროს, მაუწყებლობა განაახლეს თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიის TRT-ს არხებმა. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 15 დაშავებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics