|
2016-07-16 05:04:35, 852 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა შეზღუდულია, ხოლო საჰაერო საზღვარი დაკეტილია
ამ ეტაპზე თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა შეზღუდულია, ხოლო საჰაერო საზღვარი დაკეტილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თურქეთის მიმართლებით ფრენები არ ხორციელდება. „უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა საქართველოსთვის მომდინარეობდეს ამ სიტუაციიდან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ შეექმნას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საზღვრებზე არსებულ სიტუაციაზე და გავაანალიზეთ სუს-ისა და შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დილამდე დავაკვირდებით სიტუაციას. ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ თურქეთის მიმართულებით, საჰაერო საზღვარი კი ამ დროისთვის ჩაკეტილია, ფრენები არ ხორციელდება. დილის სიტუაციიდან გამომდინარე მოვახდენთ საზღვართან დაკავშირებულ ცვლილებას", – განადხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ურჩვენს, რომ ვიდრე თურქეთში სიტუაცია არ დასტაბილურდება, თავი შეიკავონ თურქეთის მიმართულებით მგზავრობაზე. ცნობისთვის, ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი თურქეთში განვითარებული მოვლენები იყო. სხდომას პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, შს მინსტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და გენ შტაბის უფროსი ესწრებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)