|
2016-07-16 03:38:42, 1593 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 4 სამხედრო დააკავა
სტამბოლის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ოთხი სამხედრო დააკავა, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება. მედიის ინფორმაციით, თურქეთის უმსხვილეს ქალაქში უსაფრთხოების დამატებითი ძალებია გაგზავნილი. ამასთან, სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია. თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს. გიულენის მომხრეები ბრალდებებს უარყოფენ. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება. თურქეთში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)