10:43 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 15:24:50, 1629 ნახვა

მსოფლიო
Amaq - ნიცაში მომხდარი თავდასხმა ISIS-ის დღის წესრიგში არ იდგა

ნიცაში მომხდარი თავდასხმა "ისლამური სახელმწიფოს" დღის წესრიგში არ იდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო Amaq-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტერორისტული დაჯგუფების მიერ მოწყობილი ბოლო ტერაქტი ბაღდადში მოხდა.

რაც შეეხება ნიცაში მომხდარ თავდასხმას, Amaq-ის ცნობით, "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა სოციალური ქსელის მეშვეობით ნიცაში დატრიალებული ტრაგედიის გამო სიხარული გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ 1 თვის წინ დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ყველა ადამიანს „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა. როგორც ფრანგული მედია წერს, სწორედ ამ ვიდეო მიმართვის ფონზე გაჩნდა ეჭვი, რომ ნიცაში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი "ისლამური სახელმწიფოა".

მედიაში გავრცლებული ცნობით, "ისლამური სახელმწიფო" სხვადასხვა ტერაქტებზე პასუხისმგებლობას, მხოლოდ მას შემდეგ იღებს, თუ ორგანიზატორი მუსულმანია ან თვითონ დაჯგუფებაა თავდასხმის ორგანიზატორი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics