|
2016-07-14 16:03:36, 1531 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პრემიერი: სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზების მთავარი პირობა ბაშარ ასადის წასვლაა
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზების მთავარი პირობა ბაშარ ასადის წასვლაა, - ამის შესახებ BBC იუწყება. ილდირიმის განმარტებით, ასადის გადადგომის გარეშე სირიაში არაფერი შეიცვლება. ამასთან, როგორც თურქეთის პრემიერმა აღნიშნა, სირიის პრეზიდენტმა შექმნა პირობები, რომელთა საფუძველზეც რეგიონში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" წარმოიქმნა. "სანამ ასადი რჩება, პრობლემა არ გადაწყდება. მოვლენ სხვა ტერორისტული დაჯგუფებები, რადგან საქმე სირიის რეჟიმს ეხება, მან მოახდინა ამ დაჯგუფებების წარმოქმნის პროვოცირება", - განაცხადა ილდირიმმა. შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარას სირიასა და ერაყთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს. ამასთან, ოფიციალურმა თურქეთმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გაუსვა ხაზი. ილდირიმის თქმით, ეს ქვეყნები სტაბილურები უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით დასრულდეს. ცნობისთვის, ილდირიმმა პრემიერის პოსტი მიმდინარე წლის მაისში დაიკავა. მას შემდეგ მან ბევრჯერ აღნიშნა, რომ თურქეთს უფრო მეტი მეგობარი უნდა ჰყავდეს, ვიდრე მტერი.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)