2016-07-14 09:49:39, 304 ნახვა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3527 ლარი ეღირება, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3413 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0114 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს, 2.6063 ლარი ეღირება, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.6000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან