|
2016-07-13 21:58:58, 1976 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთს მეორე ქალი პრემიერი ჰყავს - დედოფალმა ტერეზა მეი პოსტზე ოფიციალურად დაამტკიცა
დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრის პოსტს უკვე მეორედ ქალი იკავებს. ტერეზა მეი ქვეყნის ახალი პრემიერია, რომელიც დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ფორმალურად უკვე დაამტკიცა. მანამდე დევიდ კამერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე ყოფნა მისთვის "უდიდესი პატივი" იყო. "არ იყო მარტივი და, რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება სწორი არ აღმოჩნდა, მაგრამ მჯერა, რომ ბრიტანეთი დღეს უფრო ძლიერია", - თქვა კამერონმა. ამის შემდეგ ის დედოფალთან, ბაკინგემის სასახლისკენ გაემართა, სადაც ელიზაბეტ II კამერონის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ფორმალურად დაეთანხმა. კამერონი Brexit-ზე რეფერენდუმის შემდეგ პოსტის დატოვებას ოქტომბერში გეგმავდა, მანამდე კი ახალი პრემიერი უნდა დასახელებულიყო. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სხვების მიერ კანდიდატურების მოხსნის შემდეგ, მომავალი პრემიერმინისტრი შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ტერეზა მეი იქნება, კამერონმა ორშაბათს თქვა, რომ პოსტს დღეს, ოთხშაბათს დატოვებდა. დევიდ კამერონი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. რეფერენდუმის საპირისპირო შედეგის შემდეგ კი მან პოსტის დატოვება გადაწყვიტა. რეფერენდუმის ჩატარება კონსერვატიული პარტიის 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული. მაშინ დევიდ კამერონი, გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)