|
2016-07-13 17:08:56, 1563 ნახვა
მსოფლიო
NASA-მ იუპიტერის ორბიტაზე გაგზავნილ ზონდ „იუნონასგან“ პირველი გამოსახულებები მიიღო
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ იუპიტერის ორბიტაზე გაგზავნილ ზონდ "იუნონასგან" პირველი გამოსახულებები მიიღო, - ამის შესახებ იფნორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალებსი ინფორმაციით, სურათებზე პლანეტის განათებული ნაწილი და 3 მსხვილი თანამგზავრი - იო, განიმედე და ევროპა ჩანან. მეოთხე თანამგზავრი კალისტო გამოსახულებაზე არ მოხდა. ფოტოებიდან გაირკვა, რომ "იუნონას" ფოტოაღჭურვილობა, იუპიტერის რადიაციული გამოსხივების მიუხედავად, გამართულად მუშაობს. ამჟამად "იუნონა" იუპიტერს ელიფსურ ტრაექტორიაზე შორდება, თუმცა ზონდი პლანეტას აგვისტოში ისევ მიუახლოვდება, რაც მას უფრო მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღების საშუალებას მისცემს. შეგახსენებთ, რომ ნასა-მ ზონდი "იუნონა" უიპიტერის თანამგზავრზე 5 ივლისს გაიყვანა. ის იუპიტერის ორბიტაზე 1 წლის განმავლობაში დარჩება და პლანეტის სტრუქტურისა და ატმოსფეროს შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს. ცნობისთვის, "იუნონა", "გალილეოს" შემდეგ, მეორე კოსმოსური აპარატი გახდა, რომელიც იუპიტერის ორბიტაზე გავიდა. გალილეო პლანეტის ორბიტაზე 1995-2003 წლებში იმყოფებოდა. იუპიტერამდე მისაღწევად 1 მილიარდი დოლარის ღირბეულების კოსმოსურ აპარატს 5 წელი დასჭირდა. "იუნონა" კოსმოსში 2011 წელს გაუშვეს, მან დაახლოებით 3 მილიარდი კოლომეტრის მანძილი გაიარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)