15:52 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 13:53:22, 731 ნახვა

საზოგადოება
ჭადრაკის ფედერაცია: ფოთის მერიამ გადაწყვეტილება ჩვენთან კოსულტაციის გარეშე მიიღო

ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ზურაბ მიქაძის განცხადებით, ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის ტურნირისთვის სახელის შეცვლა მათთან კონსულტაციების გარეშე განხორციელდა.

როგორც "ექსპრენიუსს" ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა განუცხადა, ამ ტურნირს რეგიონი აფინანსებს და ისინი წყვეტენ, რა და როგორ იქნება.

"ფოთის მერიას და ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკის სკოლას ჩვენთან არანაირი კონსულტაცია არ გაუმართავთ. მათ ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტურნირისთვის სახელი შეეცვალათ. ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით. ამ ტურნირს რეგიონი აფინანსებს და ისინი წყვეტენ თუ რა და როგორ იქნება", - განაცხადა მიქაძემ.

ფოთის მერიაში კი განგვიცხადეს, რომ მათ ამ საკითხზე კონსულტაციები სხვადასხვა მხარესთან ქონდათ, მათ შორის ჭადრაკის ფედერაციასთანაც.

შეგახსნებთ, რომ ფოთის მერიამ „ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ტურნირს“ სახელი გადაარქვა და მას "ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი“ უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოში დამატებით რუსეთის 20-მდე ქალაქიდან ფრენის ნებართვა მოითხოვა
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics