|
2016-07-13 13:22:06, 761 ნახვა
საზოგადოება
ფოთის მერია: ამ საჭადრაკო ტურნირს კონკრეტული ადამიანის სახელი არ უნდა ერქვას, ამაზე ნანა ალექსანდრიაც დაგვეთანხმა
ქალაქ ფოთის მერიის ადამინისტრაციის სამსახურის უფროსის ზვიად შუბითიძის განცხადებით, მერიას ნანა ალექსანდრიას სახელთან არანაირი პრობლემა არ აქვს და პირიქით, მოჭადრაკეს უდიდეს პატივს სცემს. როგორც "ექსპრენიუსს" შუბითიძემ განუცხადა, თავად ნანა ალექსანდრიაც თანახმა იყო, რომ მისი სახელობის საჭადრაკო ტურნირს სახელი შეცვლოდა და „ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირად“ გადაკეთებულიყო. "11 წელია უკვე ეს ტურნირი ტარდება. ჩვენი საჭადრაკო სკოლა ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს. ნანა ალექსანდრიას სახელთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს და მას უდიდეს პატივს ვცემთ. უბრალოდ, ეს ტურნირი საერთაშორისო ტურნირია და ეს უნდა იყოს ქალაქთან ასოცირებული. ზოგადად, ეს ტურნირი უნდა იყოს ქალაქის ბრენდი და მას უნდა მივცეთ ძალიან დიდი გასაქანი. ტურნირი უნდა გავხადოთ უფრო მასშტაბური და სხვადასხვა ქვეყნის წარმოამდგენელი უნდა ჩამოვიდნენ აქ. საერთაშორისო ტურნირი უნდა გახდეს ეს და რომელიმე კონკრეტული პიროვნების სახელთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. ეს იქნება, უშუალოდ, "ფოთის საერთაშორისო ტურნირი". ამაზე შევთნხმდით ყველა, მათ შორის ნანა ალექსანდრიასთანაც გვქონდა კონსულტაციები და ის დაგვთანხმდა ამ ცვლილებაზე. პირადადაც ვეკონტაქტე მას და ნანა ალექსანდრია თანახმაა სახელი გადაერქვას ტურნირს. ეს ტურნირი უნდა გახდეს გრანდიოზული. რაც შეეხება კონსულტაციებს, ის გავმართეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, ჭადრაკის მესვეურებთან, და ასე მივიჩნიეთ საჭიროდ. ფოთის ჭადრაკის სკოლის დირექტორს ქონდა ჭადრაკის ფედერაციასთან კონსულტაციები, მე პირადად არ მქონია. დამატებით ამ საკითხზე სწორედ ამ სკოლის დირექტორი გაგცემთ პასუხს. სწორედ ის არის 11 წელი ამ საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორი. აქამდე არ ვიცი რატომ არ მოუვიდა მას ეს იდეა, უბრალოდ, ახლა ასე მივიჩნიეთ საჭიროდ. შეიძლება, აქამდე სკოლის დირექტორი სხვანაირად ფიქრობდა", - განაცხადა შუბითიძემ. "ექსპრესნიუსი" ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის დირექტორს დავით კოდუასაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ არ ეცალა და ნახევარ საათში დაგვერეკა. ნახევარ საათში კი, განგვიცხადა, რომ ამ თემაზე უკვე გააკეთა კომენტარი და მეტ განცხადებას აღარ გააკეთებდა. შეგახსენებთ, რომ ფოთის მერიამ „ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ტურნირს“ სახელი გადაარქვა და მას "ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი“ უწოდა.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)