21:05 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 19:04:03, 1069 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ამერიკელი დიპლომატი სემინარს გამართავს

12-13 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით დაგეგმილია ქართული ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებისთვის სემინარის ჩატარება, რომლის მიზანია ექსპორტიორი კომპანიებისთვის აშშ-ის ბაზრის სპეციფიკაზე ინფორმაციის მიწოდება.  

სემინარი ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციის საკითხებს. ამერიკელი დიპლომატი  და თეთრი სახლის გლობალური ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი, ბრეტ ბრუენი ისაუბრებს ტაქტიკებზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო აუდიენციის მოზიდვაზე. დიპლომატი დეტალურად განიხილავს ქართული ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლების  ბიზნეს მიზნებს, სამიზნე ბაზრების სპეციფიკას და ყველა შესაძლო კრიტერიუმს, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოური ბიზნესის წარმოებას ამერიკის ბაზარზე.   

The Global Situation Room’s (GSR) უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას იმ ექსპორტიორთათვის, ვისაც აშშ-ს ბაზარზე ადგილის დამკვიდრება სურს. 

კურსი სთავაზობს მნიშვნელოვანი სტრატეგიების წარმოჩენას იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესის წარმოებასა და შემდგომ მათ მართვასა და განვითარებას გეგმავენ. 

სემინარი გაიმართება 12-13 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში".

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics