|
2016-07-11 12:03:49, 1485 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭო სამხრეთ სუდანს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს უშიშროების საბჭო სამხრეთ სუდანს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდებს, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, გავრცელებულ განცხადებაში საბჭო რეგიონში ბოლო დღეებში მომხდარ შეტაკებებს გმობს და გაერო-ს ობიექტებზე თავდასხმის გამო აღშფოთებას გამოთქვამს. გაერო-ს უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ სამხრეთ სუდანში აუცილებელია დამატებითი მშვიდობისმყოფელების გაგზავნა. ცნობისთის, 8 ივლისის საღამოს სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში ორმხრივი სროლა მოხდა. კონფლიქტი პოლიტიკური მეტოქეების - ქვეყნის პრეზიდენტ სალვა კიირისა და ვიცე-პრეზიდენტის რიეკ მაჩარას დაცვის წევრებს შორის მოხდა. ინციდენტს ქალაქში შეიარაღებული შეტაკებები მოჰყვა, რომლის დროსაც დაპირისპირებულმა მხარეებმა მძიმე შეიარაღება და არტილერია გამოიყენეს. 10 ივლისის შემდეგ კონფლიქტს სამხრეთ სუდანში ასობით ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ დაუზუსტებელი ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 300-ს აღემატება. როგორც BBC-სთან საუბარში ვიცე-პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, სამხრეთ სუდანში კვლავ ომი დაიწყო. მაჩარას მომხრეები თავდასხმაში სამთავრობო ძალებს ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა 2011 წელს, მრავალწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად მოიპოვა. 2013 წელს ქვეყანაში კონფლიქტი კვლავ განახლდა. ერთმანეთს ორი ეთნიკური ჯგუფი დაუპირისპირდა - დინკა, რომლის წარმომადგენელი პრეზიდენტი კიირია, და ნუერი, რომლის ინტერესებს მაჩარი იცავს. კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა 2014 წელს მოაწერეს ხელი. 2016 წლის თებერვალში კი პრეზიდენტმა კიირმა მაჩარი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)