15:13 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-10 10:43:43, 667 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ორი დღის წინ,   ძლიერი წვიმის შედეგად, ჩაქვი-მახინჯაურის მარცხენა გვირაბთან, ორივე მხარეს ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა, რის გამოც ჩაიკეტა გვირაბის შესასვლელი და გამოსასვლელი. მოძრაობა რამდენიმე საათის მანძილზე ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდებოდა. ძლიერი წვიმისა და ქუჩების დატბორვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობდა ჩაქვში, მახინჯაურსა და ბათუში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობის აღდგენა მალე მოხერხდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics