|
2016-07-09 13:55:55, 1489 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი: ნატო-ს მისია ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერა” 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება
ნატო-ს მისია ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერა” 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ვარშავის სამიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. უახლოეს თვეებში ცნობილი გახდება, თუ რამდენი სამხედრო დარჩება ავღანეთში 2017 წელს. ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს წევრები შეთანხმდნენ, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დაფინანსება 2020 წლამდე გააგრძელონ. “ჩვენი გზავნილი მკაფიოა. ავღანეთი არ დარჩება მარტო ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიანია”, - განაცხადა სტოლტენებრგმა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” მონაწილე ქვეყნებს ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის. სტოლტენებრგი ასევე მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის ბოლომდე აშშ-ი ავღანეთიდან ნაკლებ სამხედროს გაიყვანს, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი. ცნობისთვის, 2017 წლიდან ავღანეთში 8400 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება. თავდაპირველი გეგმით კი გათვალისწინებული იყო, რომ 2017 წელს ავღანეთში 5500 სამხედრო დარჩებოდა. იენს სტოლტენებერგის განცხადებით, ნატო განაგრძობს ავრანეთის მხარდაჭერას, თუმცა ავღანეთი დღეს განიცდის სერიოზულ არასტაბილურობასა და ძალადობას. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენიაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში ავღანეთმა რეფორმებში პროგრესს მიაღწია, თუმცა ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. შეგახსენებთ, რომ ვარშავაში ნატო-ს სამიტის მეორე დღე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომით დაიწყო. შეხვედრაზე ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაზე იმსჯელეს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)