|
2016-07-08 19:22:51, 1119 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე მოლდოვას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და მოლდოვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გეორგე ლეუკამ შეხვედრაზე, რომელიც 8 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მათ შორის მხარეთა საექსპორტო შესაძლებლობები და აღნიშნეს, რომ საჭიროა ამ მხრივ ურთიერთობების გააქტიურება და გაღრმავება. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და სრულყოფის კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება მთავრობათაშორისი შეთანხმებების გაფორმება ტურიზმისა და ასევე სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით, რომლებიც დამატებით ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას. გამოითქვა მზადყოფნა, ითანამშრომლონ აღნიშნული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით ურთიერთგამოცდილების გაზიარების კუთხით. შეხვედრის დასასრულს მხარებმა აღნიშნეს, რომ დადგა ის პერიოდი, როცა საჭირო და აუცილებელია საქართველო-მოლდოვას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს და კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამთავრობო კომისიის შექმნის აუცილებლობა, მომავალი წლის დასაწყისში კომისიის პირველი სხდომის გამართვის შესაძლებლობა და ამავე კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა, რაც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების გაცნობისა და საქმიანი კონტაქტების დამყარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)