05:21 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 15:40:57, 296 ნახვა

სესიაშვილი: იმედი გვაქვს, ვარშავის სამიტისგან პრაქტიკულ შედეგებს მივიღებთ

ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, ვარშავის სამიტისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან დიდ პრაქტიკულ შედეგებს მივიღებთ, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავდმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილის განმარტებით, ნატო-სთან ურთიერთობაში საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი წევრობისთვის.

„ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ რომ ამ ინსტრუმენტების მაქსიმალურად გამოყენება შევძლოთ. ამ პროცესში სრული მხარდაჭერა გვაქვს ნატო-ს მხრიდან და   წევრი ქვეყნებისგან. ეს ყველაფერი მიმართული იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, სერიოზული ნაბიჯები იქნება გადადგმული შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სადაც ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად იქნება ჩართული“, - განაცხადა სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics