05:13 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 13:48:02, 354 ნახვა

სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტი ნატო-სთვის გარდამტეხია

ნატო-ს გენერალური მდივანის განცხადებით, ვარშავის სამიტი გარდამტეხია. 

იენს სტოლტენებრგის თქმით, ვარშავაში მიღებული გადაწყვეტილებით ალიანსი დაადასტურებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად დგას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

“ძლიერი თავდაცვა არის ნატო-ს მთავარი ამოცანა. ჩვენ ახალ რისკებთან და გამოწვევებთან ალიანსის ადაპტირებას ვახდენთ. სამიტზე ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ. ჩვენ გადავწყვეტთ, გავზარდოთ ჩვენი ძალების რაოდენობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ოთხი ახალი მულტინაციონალური ბატალიონის განთავსებით, რაც იქნება მკაფიო გზავნილი, რომ ერთ მოკავშირზე თავდასხმა ნიშნავს მთელ ალიანსზე თავდასხმას. ჩვენ ასევე გავზრდით ჩვენს ძალებს ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში”, - განაცხადა სტოლტენებრგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია სტაბილურობა სამეზობლოში.

"ჩვენ ასევე განვიხილვათ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი სტაბილურობას სამეზობლოში. რადგან თუ ჩვენი მეზობლები არ იქნებიან სტაბილურები, ჩვენ ვერ ვიგრძნობთ თავს უსაფრთხოდ", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მიდვანმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია და ახალი “ცივი ომი”.

როგორც სტოლტენებრგმა აღნიშნა, ნატო მოკოსვთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მიისწრაფვის.

“ნატო-ს არ სურს კონფრონტაცია. ჩვენ არ გვინდა ახალი “ცივი ომი”. ცივი ომის არის ისტორია და ის ისტორიაში უნდა დარჩეს. თუმცა, ახალი რთული გარემოებების გათვალისწინებით, ალიანსს უნდა შეეძლოს, ყველა მოკავშირის დაცვა. ჩვენ კვლავ მივისწრაფით რუსეთთან კონსტრუქციული და შინაარსიანი დილოგისკენ. ეს მნიშვნელოვანია რისკების შესამცირებლად და მათი წინასწარ განსასაზღვრად, ასევე გამჭვირვალეობის გასაზრდელად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ პერიოდში, როგორიც ახლაა", - განაცხადა იენს სტოლტენებრრგმა

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics